მსოფლიო ეკონომიკის გეოგრაფია (წიგნის რევიუ)


გვერდების რაოდენობა: 472
ენა: ინგლისური
ავტორები: პოლ კნოქსი, ჯონ ენგრიუ და ლინდა მაკარტი
გამოცემის წელი: 2008
გამომცემელი: Routledge
მიახლეოებითი ფასი: 35$

წაიკითხა აპოლონ ფაჩულიამ: პროცესშია
რევიუ აპოლონ ფაჩულიას მიერ: კი

ამ ბოლო დროს გადავწყვიტე წიგნების რევიუ დამეწერა ხოლმე. თავდაპირველად ეს იქნება წერილობითი სახით (ეს იდეა გამიჩნდა ბილ გეითსის, -ცნობილი ფილანტროპისა და განვითარების საკითხებით დაინტერესებული ადამიანის ბლოგის მიხედვით), შემდეგში კი ვფიქრობ მოხდეს ვიდეო რევიუების ჩაწერა, რაც უფრო საინტერესო უნდა იყოს.

წიგნებს განვიხილავთ იმ პრინციპით რა პრინციპითაც ის იქნება კავშირში განვითარების  საკითხებთან. ეს თემატიკა შეიძლება იყოს: განვითარება, პოლიტიკური გეოგრაფია, ეკონომიკური გეოგრაფია, რეგიონების გეოგრაფია, განვითარების ეკონომიკა და ა.შ.

დღეს გადავწყვიტე განვიხილო უკანასკნელი წიგნი არა როგორც წაკითხული, არამედ კითხვის პროცესში მყოფი წიგნის.

აღსანიშნავია, რომ წიგნი არის მაღალპოლიგრაფიული, საშუალოზე დიდი ზომის, უხვად რუკებითა და სტატისტიკური მასალებით. საინტერესო ფერადი რუკები და პრიალა ფურცლები საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს.

წიგნში ძირითადი ყურადღება განვითარებას ეთმობა. მრავლადაა case study-ები. ტაივანის, სინგაპურის, ლათინური ამერიკის და ა.შ. მაგალითზე. ბირთვისა და პერიფერიის საკითხზე საკმაოდ ვრცელი და დოკუმენტალური ინფორმაციაა მოყვანილი. საუბარია მსოფლიოს ეკონომიკის ისტორიული განვითარების ეტაპებზე და ა.შ. წიგნში მნიშვნელოვანია დამოკიდებულების თეორია და სხვა განვითარების თეორიები. არის ჩვეულებრივი მაგალითებიც, მაგალითად როგორ მოქმედებს ვინმე ჩინელ მეწარმე ხიაო შჟიზე, რომელიც სიჩუანის პროვინციაში ცხოვრობს, გლობალური ეკონომიკური პროცესები.

მოკლედ, კითხვის პროცესი მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს და ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთულია. გადავწყვიტე ჩანაწერები გავაკეთო წიგნის თავების მიხედვით. კითხვის დასრულების შემდეგ კი უფრო სრულყოფილ და საინტერესო რევიუს შემოგთავაზებთ. ისე კი, ყველას გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, ვისაც გეოგრაფია და ზოგადად, განვითარების საკითხები აინტერესებს.

No comments:

Post a Comment